(0)
lapislazuli

ალოე ვერას ლაზულიტი გლიცერინის ფენით


19 22

გამოიყენება როგორც სახის, ასევე ტანისთვის.

ალოე ვერას კოსმეტიკასა და მედიცინაში გამოყენება საუკუნეებს ითვლის. მართლაც უნიკალური სამკურნალო თვისებებით ხასიათდება ეს პროდუქტი.

  • შეიცავს ანთების საწინააღმდეგო ინგრედიენტებს.
  • აცილებს მკვდარ ქსოვილებს და ხელს უწყობს ახალი, ჯანსაღი ქსოვილის წარმოქმნას.
  • ასუფთავებს კანს ჭუჭყისა და ზედმეტი ცხიმისგან ღრმა ფორებიდანაც კი და ხელს უწყობს ფორების დახურვას.
  • აძლიერებს კანის უნარს წინააღმდეგობა გაუწიოს გარე მავნე ზემოქმედებას.
  • მდიდარია სტეროიდებით, პოლისაქარიდებით, ფერმენტებით, ამინომჟავებით, ვიტამინებით და აქტიურად კვებავს კანს.
  • აქვს ძლიერი დამატენიანებელი მოქმედება.
  • ალოე ვერა აჩქარებს ფიბრობლასტების წარმოქმნას, რაც აუცილებელი კომპონენტია კოლაგენის წარმოქმნისთვის და ასაკის საწინააღმდეგო ეფექტისთვის.
  • არბილებს გაუხეშებულ კანს და ზრდის მის ელასტიურობას.
  • ჰიდრატაციის გამოხატული უნარის გამო, ეფექტურია  დამწვრობის, აკნეს, გამომშრალი კანის და ალერგიული რეაქციების დროს გამოყენებისას.

 

საპონი, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, ბუნებრივად შეიცავს გლიცერინს. თუმცა, ჩვენ ეს ლაზულიტი დამატებით კიდევ გავამდიდრეთ მცენარეული გლიცერინით, რომელიც ლავანდის ნაჟურით შეფერილი ფენით არის წარმოდგენილი. ის აძლიერებს ალოე ვერას დამატენიანებელ ეფექტს და საპონს კიდევ უფრო სასიამოვნო მოსახმარს ხდის.

ბუნებრივი ზეთები, რომელიც უხვად არის ლაზულიტებში, თავისი მთელი თავისი სასარგებლო თვისებებით ამდიდრებენ მას.

 

შემადგენლობა: ზეითუნის, ქოქოსის, რაფსის, აბუსალათინის, მზესუმზირის, პალმის, ბამბის, სტეარინის საპონიფიცირებული ცხიმები. ალოე ვერას რბილობი, გლიცერინი, სპირტი, შაქარი, მარილი, სპირულინა (წყალმცენარე), მცენარეული საღებავი (ლავანდის ნაჟური), ლავანდის ეთერზეთი, ლავანდის ყვავილი, გამოხდილი წყალი.


გაზიარება:

დამატენიანებელი
+++
მკვებავი
+++
აკნეს საწინააღმდეგო
+++
დეტოქსიკაცია
+
სკრაბ ეფექტით
-
ასაკის საწინააღმდეგო
+++
ექსფოლიანტი
-
რევიტალიზაციის ეფექტით
+
ბრენდი
ლაპის ლაზული
ფასი
19
ძველი ფასი
22
ქვეყანა
დამზადებულია საქართველოში
პროდუქტის კოდი
044
ნანახია
1281